კონფიდენციალურობა

განახლდა: 2026-08-02

რას ვინახავთ შენზე

ელფოსტას და სახელს, რომელსაც Google გვაწვდის შესვლისას. ტელეფონს, თუ თავად დაამატებ. შენს ფილტრებს და მათ შედეგებს.

პაროლს არ ვქმნით და არ ვინახავთ. შესვლა Google-ით ხდება, ჩვენ პაროლს ვერასდროს ვხედავთ.

რას ვინახავთ განცხადებებზე

მხოლოდ ფაქტობრივ ველებს: ფასი, ფართი, ოთახები, სართული, რაიონი და ბმული ორიგინალზე.

აღწერის ტექსტს არ ვიმეორებთ, სურათებს ჩვენთან არ ვინახავთ და განმცხადებლის საკონტაქტო მონაცემებს არ ვაგროვებთ.

რამდენ ხანს

განცხადება 90 დღე, შესატყვისი 180 დღე, ფასის ისტორია 365 დღე. ამის შემდეგ ავტომატურად იშლება.

ვის ვუზიარებთ

არავის. მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო ქსელებს არ ვუზიარებთ. მესამე მხარის მაკონტროლებელი სკრიპტები საიტზე არ გვაქვს.

მონაცემები ინახება Amazon Web Services-ის ფრანკფურტის რეგიონში.

ელფოსტა

ელფოსტით შეტყობინება ნაგულისხმევად გამორთულია. თუ ჩართავ, წერილს მხოლოდ შენს ფილტრებზე გამოგიგზავნით. ყოველ წერილში იქნება გამოწერის გაუქმების ბმული.

წაშლა

ანგარიშის წაშლა პარამეტრებში ხელმისაწვდომია. ის ნამდვილად შლის: პროფილს, ფილტრებს და შედეგებს. ეს არ არის ნიშნული, რომელიც მონაცემს ადგილზე ტოვებს.