წესები და პირობები
განახლდა: 2026-09-23
ვინ გთავაზობთ მომსახურებას
ბინადარს (binadar.ge) ფლობს და მართავს ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ტარსაიძე (საიდენტიფიკაციო კოდი 01030051156). ამ წესებში „ჩვენ“ მას ნიშნავს.
კონტაქტი: +995 599 02 28 85, support@binadar.ge.
ბინადრით სარგებლობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ წესებს.
რა არის ბინადარი
ბინადარი ონლაინ ინსტრუმენტია უძრავი ქონების აგენტებისთვის. აგენტი აღწერს, რას ეძებს მისი კლიენტი (ქალაქი, რაიონები, ფასი, ფართი, ოთახები), ბინადარი კი არჩეული განრიგით ამოწმებს myhome.ge-ს, ss.ge-ს და livo.ge-ს საჯარო განცხადებებს და აჩვენებს მხოლოდ ახალს, რომელიც ამ აღწერას შეესაბამება.
ბინადარი არ არის განცხადებების საიტი და არც შუამავალი. ჩვენთან განცხადებას ვერავინ განათავსებს. უძრავ ქონებას არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და არ ვჯავშნით, ხოლო ყიდვის, ქირის, ჯავშნის ან დეპოზიტის თანხა ჩვენზე არ გადის.
განცხადებები ეკუთვნის მათ ავტორებს და შესაბამის საიტებს. ვაჩვენებთ მხოლოდ ფაქტობრივ მონაცემებს და ბმულს ორიგინალზე. მონაცემების სისწორეზე პასუხს წყარო აგებს, ამიტომ კლიენტთან დაკავშირებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ორიგინალი.
ანგარიში
შესვლა Google-ის ანგარიშით ხდება. ერთი ანგარიში ერთ ადამიანს ეკუთვნის და მისი გაზიარება არ შეიძლება.
ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფილის გვერდიდან. წაშლისას ფილტრები და შედეგები სამუდამოდ იშლება.
გეგმები და ფასები
Pro: 19 ლარი თვეში, ერთი აგენტისთვის. მოიცავს 20 ფილტრს და ხუთივე განრიგს.
Team: სააგენტოებისთვის. ფასი და პირობები ინდივიდუალურად თანხმდება.
საცდელი კვირა უფასოა და ბარათს არ ითხოვს. მას მოკლე ზარის დროს ვრთავთ, ხოლო კვირის ბოლოს თანხა ავტომატურად არ ჩამოგეჭრებათ.
ფასები ლარშია. გამოწერის ფასის გარდა სხვა თანხას არ ვითხოვთ.
ფასის ცვლილებაზე არანაკლებ 14 დღით ადრე გაცნობებთ ელფოსტით. ახალი ფასი მოქმედებს მხოლოდ ამის შემდეგ მომდევნო გადახდიდან.
გადახდა
Pro-ს საფასური ბარათით იხდება, გადახდის სისტემა Keepz-ის მეშვეობით. ბარათის მონაცემებს Keepz ამუშავებს: ჩვენ მათ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ.
გამოწერა ყოველთვიურად ავტომატურად განახლდება: ყოველი გადახდიდან ერთი თვის შემდეგ ბარათიდან ისევ ჩამოგეჭრებათ 19 ლარი, სანამ გამოწერას არ გააუქმებთ.
მომსახურება გადახდისთანავე ირთვება და მოქმედებს გადახდილი თვის ბოლომდე.
თუ მორიგი გადახდა ვერ მოხერხდა, სერვისი კიდევ სამი დღე მუშაობს. თუ ამ დროში გადახდა არ მოხერხდა, ფილტრები ჩერდება, მაგრამ არ იშლება, და გადახდისთანავე ისევ ამუშავდება ისე, როგორც იყო.
გაუქმება და თანხის დაბრუნება
გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: მოგვწერეთ support@binadar.ge-ზე ან დაგვირეკეთ +995 599 02 28 85. შემდეგი გადახდა აღარ მოხდება, წვდომა კი გადახდილი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
თანხის დაბრუნების წესი ცალკე გვერდზეა, „გაუქმება და თანხის დაბრუნება“. მოკლედ: პირველ გადახდას 14 დღის განმავლობაში სრულად გიბრუნებთ, შეცდომით ჩამოჭრილ თანხასაც ყოველთვის, ხოლო ნაწილობრივ გამოყენებული თვე არ ბრუნდება.
გამოყენების წესი
დაუშვებელია ანგარიშის სხვისთვის გადაცემა, გაზიარება ან გაყიდვა და სერვისის ისე გამოყენება, რომ ხელი შეეშალოს მის მუშაობას ან სხვა მომხმარებლებს. ამ წესის დარღვევისას შეიძლება ანგარიში შევაჩეროთ.
პასუხისმგებლობა
ვცდილობთ, ბინადარი უწყვეტად მუშაობდეს, თუმცა შეიძლება დროებით შეფერხდეს, მაგალითად, როცა წყარო საიტი იცვლება ან ტექნიკური ხარვეზია. ასეთ დროს ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ.
არ ვაგებთ პასუხს განცხადებების შინაარსზე და გარიგებებზე, რომლებსაც მომხმარებელი მესამე პირებთან დებს.
კანონით დაშვებულ ფარგლებში ჩვენი პასუხისმგებლობა არ აღემატება თქვენ მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადახდილ თანხას.
ცვლილებები
ეს წესები შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვან ცვლილებაზე წინასწარ გაცნობებთ ელფოსტით. ბოლო განახლების თარიღი გვერდის თავშია.
კანონმდებლობა და დავები
ამ წესებზე საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება. დავის შემთხვევაში ჯერ დაგვიკავშირდით და შევეცდებით, მოლაპარაკებით მოვაგვაროთ. თუ ეს ვერ მოხერხდა, დავას საქართველოს სასამართლო განიხილავს.